ჩინეთში ყველაზე მაღალი და გრძელი მინის ხიდი გაიხსნა [Photo/video]

20 აგვისტოს ჩინეთის პროვინცია ჰუნანში მინის ხიდი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალ და გრძელ ხიდად ითვლება.

საქვეითო კონსტრუქციის სიგრძე, რომელიც ჩანჩაცის პარკში 300 მეტრის სიმაღლეზეა აშენებული, 430 მეტრს შეადგენს, სიგანე კი 6 მეტრია. საკულტო ფილმი “ავატარი” აღნიშნულ პარკშია გადაღებული.

ხიდის მშენებლობაზე 3,4 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მისი იატაკი სამშრიანი მინის 99 ფილისგან შედგება. კონსტრუქციის არქიტექტორი ისრაელელი ჰაიმ დოტანია.

სოციალურ ქსელებში ხიდის ამსახველი ვიდეორგოლების განთავსება გახშირდა, სადაც ტურისტები სიმაღლის შიშს ვერ უმკლავდებიან და პანიკაში ვარდებიან.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43799″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button