“მოგზაურობა ოლიმპეთში” პრეზენტაცია შედგა
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით საგარეჯოს კულტურის სახლში ვეტერანი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ.
ღონისძიებაზე ირაკლი ლომოურის წიგნის “მოგზაურობა ოლიმპეთში“ პრეზენტაციაც შედგა. წიგნი საგარეჯოს ბიბლიოთეკას და საჯარო სკოლებს უფასოდ გადაეცა. სპორტსკოლამ კი საჩუქრად სპორტული ინვენტარიც მიიღო.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ესწრებოდა, რომელმაც ახალგაზრდა სპორტსმენებს სიტყვით მიმართა.