გამოხმაურება პრემიერის განცხადებაზე

პრემიერმინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი.

ზურაბ ტყემალაძე დაეთანხმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას და განმარტავს, რომ თავდაცვის მინისტრი არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. მისივე თქმით, თუ კი იქნება მიღებული რადიკალური გადაწყვეტილებები, კოალიციაში შემავალი რომელიმე ფრაქციის მიმართ, ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ორივე ფრაქციას უნდა შეეხოს.

პრემიერმინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გამოხმაურებია თავდაცვის მინისტრი. კომენტარი გაკეთდა მხოლოდ გარემოს დაცვის მინისტრის მხრიდან, რომელიც ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრია. გიგლა აგულაშვილის თქმით, ამ დაპირისპირების დეტალები ამ განცხადებამდე და მითუმეტეს ამ განცხადების შემდეგ უნდა იყოს განხილული კოალიციის შიგნით.

პრემიერმა კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაზე განცხადება დღეს გაავრცელა. მან თქვა, რომ კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. ასევე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მიუღებელია თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button