მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
მოხვდებიან თუ არა ოქროს მედალოსანი სპორტსმენები უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე
მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს ან გახდებიან ოქროს მედალოსნები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. პროექტს მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
საკითხზე მომხსენებელი განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელია.