მოკლულ კამიკაძეს სირიული პასპორტი აღმოაჩნდა – BFM TV
პარიზში მოკლული ტერორისტის გვამის გაჩხრეკისას, სამართალდამცველებმა სირიული პასპორტი აღმოაჩინეს, – იუწყება ფრანგული ტელეარხი BFM TV.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საფრანგეთის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, პარიზის ტერაქტების შედეგად 128 ადამიანი დაიღუპა, 250 დაიჭრა, მათგან 98 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.