კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოკლული ექიმის საქმე თელავში-სასამართლო 11 მსაჯულის მონაწილეობით განახლდა

თელავის რაიონულ სასამართლოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემაჯამებელი სხდომა, 11 მსაჯულის მონაწილეობით განახლდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა სამმა მსაჯულმა, პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ორი მათგანი, სათადარიგო მსაჯულმა ჩაანაცვლა, რომლებიც სასამართლოს მიერ წინასწარ იყვნენ შერჩეულები.

ამ წუთისთვის ნაფიც მსაჯულებს, ბრალდების მხარე, მკვლელობის დეტალებს და მომხდარის ქრონოლოგიას, ხელახლა აცნობს.

საკუთარ პოზიციას, სასამართლოს წინაშე, საქმეში მონაწილე ყველა მხარე დააფიქსირებს, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ. მსჯელობისთვის, მათ, კანონით გათვალისწინებული ოთხი საათი აქვთ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, სასამართლოში, 2020 წლის 25 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის საქმე განიხილება.

განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ვანო ზანდარაშვულია ბრალდებული.

ნაფიცი მსაჯულები, სისხლის სამართლის საქმეს, 7 სექტემბრიდან განიხილავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button