მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მოლაპარაკების მაგიდაზე არაფერი იდო-ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე მოლაპარაკებების დეტალებს ახმაურებს. “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ამბობს რომ მოლაპარაკების მაგიდაზე არაფერი იდო.

სოციხლურ ქსელში ჯაფარიძე იმ პუნქტების შესახებ წერს, რაც მოლაპარაკების დროს იყო წარმოდგენილი

“1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე;

2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი;

3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი, ჰაერი;

4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი, ჰაერი;

მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ “არაფრის” გაუარესებული ვერსია. გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერდაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის).

ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური. ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმესაათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება.“-წერს ჯაფარიძე

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი,კრისტიან დანიელსონი
საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა“ ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. თუმცა მან ქვეყანა ისე დატოვა, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა საქართველოში შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button