მოლდოვა სააკაშვილს გაუნაწყენდა – Коммерсант

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ ოსიპოვი, რომელიც დნესტრისპირეთს კურირებს, ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, – იუწყება გაზეთი «Коммерсант».

სააკაშვილის განცხადებით, გაგაუზიას (ადმინისტრატიული გაერთიანება მოლდოვის სამხრეთით) პრორუსული ბაშკანი (გაგაუზიის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი) მართავს.

“ვისურვებდით, რომ სააკაშვილმა მანდატით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით ისარგებლოს და სხვა საქმით არ დაკავდეს. სჯობს, სახელმწიფო მმართველობაში, ოდესის ოლქის ჩარჩოებში გაერკვიოს და მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები არ დააკომენტაროს. ეს საქმეს ვერ უშველის და ასე ვთქვათ, სააკაშვილის საქმე სულაც არ არის“, – განაცხადა ინტერვიუში ოსიპოვმა.

“მიგვაჩნია, გადაწყვეტილებებს, რომელსაც უკრაინა მოლდოვასთან მიმართებაში იღებს და უშუალოდ დნესტრისპირეთს ეხება, ჩვენთან უნდა შეათანხმონ ან შესაბამისი ინფორმაცია მოგვაწოდონ”, – დასძინა ოსიპოვმა.

ვიცე-პრემიერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კიშინიოვს „ომობანას“ სათამაშოდ რესურსი არ გააჩნია და ხელისუფლება ტირასპოლთან მოლაპარაკებებს შემდგომშიც გააგრძელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button