ნახევრადშიშველი ჯესიკა ალბას ფოტოსესია

34 წლის ამერიკელმა ვარსკვლავმა ჯესიკა ალბამ, პრიალა ჟურნალ „Shape”-ს ივნისის ნიმრისთვის, ნახევრადშიშველი ფოტოსესია გადაიღო.

მჭიდრო გრაფიკის მიუხედავად, ორი შვილის დედა, ყოველთვის პოულობს დროს ვარჯიშებისთვის.

„მიყვარს ჯგუფურ ვარჯიშებში მონაწილეობა. მომწონს მაღალინტენსიური დატვირთვები და ძალისმიერი იოგა. ვარჯიშის საკვანძო მომენტად კი – კარგი მუსიკა მიმაჩნია,” – აღნიშნა ალბამ.

ჯესიკა ალბა  — ამერიკელი მსახიობი და მოდელი 1981 წლის 28 აპრილს დაიბადა. სამსახიობო კარიერა დაიწყო 13 წლის ასაკში ფილმებით „დაკარგულიბანაკი“ (1994) და „ალექს მაკის საიდუმლო სამყარო“ (1994). პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალ „ბნელ ანგელოზში“ (2000-2002) შესრულებული როლით.განსაკუთრებით ცნობილი როლები ითამაშა ფილმებში: ჰანი (2003), „ცოდვის ქალაქი“ (2005), „ფანტასტიკური ოთხეული“ (2005), „ფანტასტიკური ოთხეული 2“ (2005).

ჯესიკას უამრავი აღიარება აქვს მოპოვებული როგორც სექსსიმბოლოს: 2001 წელს ჟურნალ „Maxim“-ის „Hot 100“-ის რეიტინგში დაიკავა პირველი ადგილი, 2006წელს გაიმარჯვა ვებსაიტ AskMan.com-ის გამოკითხვაში „99 ყველაზე სასურველ ქალი“, ხოლო 2007 წელს ჟურნალ „FHM“-ის გამოკითხვაში „100 ყველაზე სექსუალური ქალი“. 2006 წელს ჯესიკას სურათი ყველაზე პოპულარული მამაკაცების ჟურნალის, „Playboy“-ის მარტის ნომრის გარეკანზე იყო განთავსებული.როგორც მსახიობი ჯესიკა ძალიან ბევრი კინოპრემიის ლაურეატი და ნომინანტია, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს გლობუსის 2001 წლის ნომინაციაა.

 

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”7796″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1432810572575″]

მსგავსი პოსტები

Back to top button