მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ იქნება-არახამია

ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც კი უკრაინა ამისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, არახამია მომავალ წელს უკრაინაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.
“მომავალ წელს, ვფიქრობ, საერთოდ არ შეიძლება იყოს არჩევნები. არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი – არც ერთი”, – განაცხადა არახამიამ.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები წესით მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. ახლა მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ომის პირობებში.

“ბოლო დრომდე ჰქონდათ იმედი, რომ გვაიძულებდნენ ხელშეკრულების ხელმოწერას ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ. ეს მათთვის ყველაზე დიდი ამოცანა იყო. მზად იყვნენ დაესრულებინათ ომი, თუ ჩვენ, როგორც ეს ერთხელ ფინეთმა გააკეთა, მივიღებდით ნეიტრალიტეტს და ვიკისრებდით ვალდებულებას, რომ არ გავწევრიანდებით NATO-ში.

რუსეთი დაუყოვნებლივ დაჯდებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, როგორც კი ამისკენ მოვუწოდებთ. მეორე დღესვე ისხდებიან, დაელოდებიან და იტყვიან, რომ უკრაინა არ მოდის. ისინი ოცნებობენ, რომ მოლაპარაკებისკენ მოვუწოდოთ, რადგან ეს მათთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ჩვენთვის”, – ამბობს არახამია.

G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ „რუსეთი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, მაგრამ უკრაინა უარს ამბობს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button