მომავლის შოპინგი: Amazon-ის ახალი მაღაზია სალაროებისა და მოლარეების გარეშე [Video]

ამერიკული კომპანია Amazon-ი სასურსათო მაღაზიების ქსელის გახსნას გეგმავს, სადაც არც სალარო აპარატები იქნება და არც მოლარეები. ინფორმაცია კორპორაციის საიტზე ვრცელდება.

მაღაზიაში მოსახვედრად, რომელსაც Amazon Go ეწოდება, აუცილებელია სმარტფონის ქონა. ტელეფონზე საგანგებო დანართის ინსტალაციაა საჭირო, რომელიც საავაჭრო ცენტრის საშვი იქნება.

იქ მსურველს ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეეძლება. Amazon-ი კომპიუტერული მხედველობისა და ხელოვნური ინტელექტის წყალობით ნავაჭრს დაამუშავებს, ხოლო როცა მომხმარებელი მაღაზიას დატოვებს, გზავნილს მიიღებს იმის შესახებ, რომ საბანკო ბარათის მეშვეობით არჩეული საქონლის ფული გადახდილია.

კომპანიამ მსგავსი მაღაზია სიეტლში უკვე გახსნა, მაგრამ იქ პროდუქტის შეძენა ჯერ მხოლოდ Amazon-ის თანამშრომლებს შეუძლიათ.

Amazon Go-ს მაღაზიები რიგითი მომხმარებლებისთვის 2017 წელს გახდება ხელმისაწვდომი.

მსგავსი პოსტები

Back to top button