“მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება”
სინოპტიკოსების პროგნოზით, “მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება”.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ 4 ივლისის დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის ცივი მასები გავრცელდა, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექს გამოიწვევს.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვას პროგნოზირებენ.