კულტურამოზაიკა

მომღერალი კრის ბრაუნი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ყველასთვის ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, კრის ბრაუნი პარიზში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 24 წლის, ფრანგი ქალის მტკიცებით, მომღერალმა, მასზე პარიზში სასტუმრო, „Mandarin Oriental“-ში 15 იანვარს იძალადა.

დაზარალებული ქალი კრის ბრაუნმა ერთ-ერთ ღამის კლუბში გაიცნო. არტისტმა და მასთან ერთად მყოფმა პირმა მოგვიანებით ის და მისი მეგობარი სასტუმროში მიიპატიჟეს. ასევე დაზარალებულის თქმით, ის შემსრულებელთან ერთად ოთახში მარტო აღმოჩნდა, რა დროსაც არტისტმა გააუპატიურა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ მომღერალთან ერთად მისი მეგობარი და დაცვის წევრიც დააკავა.

შეგახსენებთ: კრის ბრაუნმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა  With You, Loyal და ასე შემდეგ, მოუტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button