მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში დაკარგულია 15 ათასზე მეტი ადამიანი

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის(ICMP) მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში დაკარგულია 15 ათასზე მეტი ადამიანი. ამასთან, კომისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მეთიუ ჰოლიდეიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ ეს მონაცემები რეალურ ვითარებას არ ასახავს, რადგან უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულების და დაკარგულების რიცხვი 25 ათასამდეა.

ჯერჯერობით დაუდგენელია უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელებიდან რამდენია რუსეთის მიერ იძულებით გადაადგილებული ან დაკავებული, რამდენია ცოცხალი და რამდენია დამარხული დროებით საფლავებში.

ICMP-ის ევროპის ოფისის დირექტორი მეთიუ ჰოლიდეი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობია რამდენი ადამიანი გადაიყვანეს იძულებით რუსეთში ან დააცალკევეს ოჯახისგან ან დაიღუპნენ და მასობრივ საფლავებში დაკრძალეს.

ჰოლიდეის თქმით, დაკარგული ადამიანების ძებნა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება.

„უზარმაზარი რიცხვებია და ის პრობლემები რომლის წინაშეც უკრაინაა უზარმაზარია. ახლა მთავარია, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა რათა დავრწმუნდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული.

დაკარგულთა და დაღუპულთა უდიდესი ნაწილი ომის დანაშაულების მსხვერპლია და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ“ – განაცხადა ჰოლიდეიმ.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მხოლოდ მარიუპოლში 25 000 ადამიანი ან დაიღუპა ან უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ICMP-ის მიერ დასახელებული რიცხვი, სავარაუდოდ რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.

ორგანიზაცია ბალკანეთის ომის შემდეგ 1996 წელს ჰააგაში შეიქმნა.
90-იან წლებში, ბალკანეთზე ომის შემდეგ შექმნილმა საერთაშორისო კომისიამ, რომელსაც სათავო ოფისი ჰააგაში აქვს, 2022 წლის ივლისში წარმომადგენლობა გახსნა კიევში, რათა უკრაინას დაეხმაროს დაკარგულთა მოძიებასა და მონაცემების დოკუმენტირებაში. მეთიუ ჰოლიდეის თანახმად, ეს პროცესი საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც, წლების განმავლობაში გაგრძელდება. ჰოლიდეის განცხადებით, დაკარგული და დაღუპული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ომის დანაშაულის მსხვერპლია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button