მომიტინგეებმა სოხუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას ცეცხლი მოუკიდეს [Photo]

აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში მასობრივი საპროტესტო აქცია ჩატარდა. მომიტინგეები რესპუბლიკის შნაგან საქმეთა მინისტრის – ლეონიდ ძაპშბას გადადგომას ითხოვენ, – იუწყება РИА Новости.

პროტესტანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას “მოლოტოვის კოქტეილები” დაუშინეს, შედეგად, შენობის სახურავს ხანძარი გაუჩნდა, მაგრამ შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს, – გვაცნობებს სააგენტო Sputnik-Абхазия.

ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შსს-ს შენობის იერიშით აღება სცადა. მანიფესტანტები ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის გაურესებასა და მოსალოდნელ რეფერენდუმზე აღნიშნული უწყების თანამშრომლების თავისუფალი არჩევანის შეზღუდვას აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ შსს მინისტრი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ხელს უშლის. ამის გარდა, ოპოზიცია პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით რეფერენდუმის გადატანას 10 ივლისიდან შემოდგომაზე მოითხოვს.

ზემოთ აღნიშნული გამოცემების ინფორმაციით, პროტესტანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შესასვლელზე იერიში მიიტანეს და ძაპშბას ყვირილით მიმართეს: “გამოდი! გამოდი!”. მილიცია და სხვა ძალოვანი სტრუქტურები სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობდა.

5 ივლისს აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა, მირაბ ქიშმარიამ მომიტინგეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ლეონიდ ძაპშბა გადადგომისთვის მზადაა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი მიიღებს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37810″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button