მომიტინგეებმა ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს [Photo/Video]

ჩიკაგოში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილო ასობით ადამიანი შეიკრიბა და მისი კუთვნილი სასტუმროს წინ შარვლები ჩაიხადა. აღნიშნული მოვლენის ამსახველი ვიდეო სააგენტო Ruptly-მ გამოაქვეყნა.

მომიტინგეებმა ასეთი ფორმით ტრამპს საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნება მოსთხოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მეთაურის ფინანსების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადეოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნების მსურველებმა თეთრი სახლის საიტზე პეტიცია განათავსეს, რომელმაც 620 ათასი ხელმოწერა დააგროვა. პროტესტანტები ოფიციალურ პასუხს 19 თებერვლის შემდეგ მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა საკუთარი გადასახადების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ეს ძველი ტრადიციაა და აშშ-ის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებაზე უარს აცხადებდა.

 

[print_gllr id=53452]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button