მნიშვნელოვანირეგიონი

მონაზვნების ხელნაკეთი ნივთები, თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფინეს

შუამთის დედათა მონასტრის მონაზვნების ხელნაკეთი ნივთები, თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფინეს.
ახალი შუამთის მონასტრის დედების მიერ დამზადებული ნივთები საგამოფენო სივრცეში დაინტერესებული პირებისათვის დღეს გაიტანეს.

მონაზვნების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვის იდეა, მუზეუმის ერთ- ერთ თანამშრომელს ეკუთვნის.
შუამთის მონასტრის წინამძღვრის, დედა იოანას( ნიკოლაიშვილი) განმარტებით, გამოფენის მეშვეობით მიღებული თანხა, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა- პატრონობას მოხმარდება.
“იდეა მუზეუმს ეკუთვნის და ეს ჩვენთვის იყო მოულოდნელი. აქ წარმოდგენილია მონაზონთა ხელსაქმე, ჩვენი მრავალმხრივი, საგამომცემლო საქმიანობა და ეს გაგძელდება იმდენ ხანს, რამდენსაც მუზეუმი გადაწყვეტს. შეგროვილი თანხა, ყველა თეთრი, რომელიც შემოდის მონასტერში ხმარდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა პატრონობას”– განაცხადა იღუმენიამ.
გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ახალი შუამთის დედათა მონასტერი XVI- ე საუკუნის 50- იან წლებში, კახეთის მეფის მეუღლემ, დედოფალმა თინათინმა დაარსა, რომელიც ამავე მონასტერშია დაკრძალული.

მსგავსი პოსტები

Back to top button