მონპელიე ქრუდენს უმიზნებს

ფრანგული “მონპელიე” აარონ ქრუდენის ტრანსფერს გეგმავს, რის შემდეგაც, ახალზელანდიელი შემოსავლის მხრივ, მსოფლიოში მე-3 მორაგბედ იქცევა.ფრანგული პრესის ცნობით, მონპელიელთა პრეზიდენტი მოედ ალტრადი შეთანხმების შემთხვევაში, ქრუდენს წელიწადში მილიონ ევროს ჰპირდება. თუკი აარონი თანხმობას განაცხადებს, ის ფრანგული კლუბის მაისურს 2017-18 წლების სეზონიდან მოირგებს. ამ დროისთვის პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად მორაგბეებად იაპონელი აიუმუ გორომარუ და ზელანდიელი დენ კარტერი ითვლებიან, რომელთა ანაზღაურებაც 1.4 მილიონ ევროს უტოლდება, ავსტრალიელი მეტ გიტო კი სეზონში 900 ათას ევროს იღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button