მოპარული მობილური ტელეფონების რეალიზაცია თბილისში

სამართალდამცველებმა მოპარული მობილური ტელეფონები ამოიღეს.
გამოძიების ინფორმაციით, მიიღეს შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრ პასაჟი 2000-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაქურდალი მობილურები იყიდებოდა.
სამართალდამცველებმა მოწმის სახით დაკითხეს რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ნებაყოფლობით წარმოადგინეს სხვადასხვა მოდელის 14 მობილური და ერთი ფოტოაპარატი.
გამოძიება ნაქურდალი ნივთის შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.