მოპარული ქანდაკება ჯართში ჩააბარეს
მსახიობ ევგენი ლეონოვის ქანდაკება, რომელიც 16 ოქტომბერს მოსფილმის ქუჩიდან მოიპარეს, ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, დახერხილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს, – იუწყება მოსკოვის პოლიციის პრესსამსახური.
„ბრინჯაოს ქანდაკების ყველა ნაწილი ნივთმკიცების სახით ამოღებულია. ამჟამად, მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს პრესმდივანმა ანდრეი გალიაკბეროვმა.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბრისღამით, ორმაუცნობმაპირმაძეგლი «Газель»-ის სერიის ავტომობილში ჩატვირთა და მიიმალა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით, ზარალმა 160 ათასი რუბლი(2600 დოლარი) შეადგინა.