მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოქალაქეები აცრას კოვიდზე ახმეტაშიც შეძლებენ

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დაიწყება. აცრის კაბინეტი, ახმეტის რაიონულ ჰოსპიტალში გაიხსნა, სადაც ჯერ კიდევ რემონტი მიმდინარეობს.

საავადმყოფოს დირექტორის, გიორგი უძილაურის განმარტებით, მოსახლეობის აცრისათვის ოთხკაციანი მობილური ჯგუფი უკვე შედგენილია.

” კაბინეტი ვაქცინაციისათვის უკვე მოწყობილია, ვინც დარეგისტრირდა, უკვე შეუძლია აცრაზე მოვიდეს. ამის გარდა, ჩვენ დავეხმარებით მოქალაქეებს რეგისტრაციაშიც. რემონტი ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ კაბინეტის გახსნის შესაძლებლობა უკვე იყო. ასე რომ ყველა პირობა გვაქვს, ვაქცინა გვაქვს და შეგვიძლია პროცესი უსაფრთხოდ ჩავატაროთ-“განაცხადა უძილაურმა.

ახმეტაში ვაქცინაციის პროცესი, საავადმყოფოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, არ მიმდინარეობდა. ადგილობრივ მოსახლეობას აცრის ჩასატარებლად, თელავის საავადმყოფოებში წასვლა უწევდა, რამაც მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია, ფაქტობრივად ჩააგდო.

დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში 9 ათასამდე მოქალაქეა აცრილი. აქედან ყველაზე ნაკლები, ახმეტის მუნიციპალიტეტზე მოდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button