საქართველოსიახლეები

“მოქალაქეები მძევლად ჰყავთ უგუნურ ხელისუფლებასა და რელიგიურ ფანატიკოსებს”

“კანონმორჩილი, შეგნებული, მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავთ უგუნურ, უპასუხისმგებლო ხელისუფლებასა და რელიგიურ ფანატიკოსებს”, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიხურება. გიგა ბოკერიას თქმით, ის, რასაც მთავრობა და „რელიგიური ფანატიკოსები“ აკეთებენ, არა მხოლოდ პოლიტიკური ფარსი, არამედ პოლიტიკური კატასტროფაა.

„ხელისუფლებას რელიგიურ ფანატიკოსებთან საარჩევნო და პოლიტიკური კონტრაქტი აქვს და ამიტომ, ამას სწირავს დანარჩენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ანუ, ყველა დანარჩენი ამ უპასუხისმგებლო მთავრობისა და რეგულიგიური ფანატიკოსების საფასურს იხდის საფრთხეების შესამცირებლად. რადგან რელიგიურ ფანატიკოსებს ვერ ეხებიან, შექმნეს პირობები, როცა ადამიანებმა თვითონ უნდა ჩაიგდონ რისკისა და საფრთხის ქვეშ თავი ამხელა მოძრაობით, რაც მთელი ეს დღეებია ქუჩებში ხალხმრავლობის თვალსაზრისით ხდება. ხალხს სხვა გზა არ დაუტოვეს. რასაც ეს მთავრობა და რელიგიური ფანატიკოსები აკეთებენ, პოლიტიკური ფარსიც არ არის, პოლიტიკური კატასტროფაა,“,-განაცხადა ბოკერიამ.

“რისკები საოცრად გაზარდეს. ამ ყველაფერზე პასუხს პოლიტიკურად მთავრობა აგებს, მაგრამ მორალურადაც აგებენ პასუხს ყველაზე დიდი გავლენის მქონე სასულიერო პირები და საპატრიარქო. “-განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღდგომას ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. მათივე გადაწყვეტილებით, მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდ ტაძრებში კი, დაცული იქნება 2 მეტრიანი დისტანცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button