მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყანაში სურსათის ფასები გაორმაგდა და ცხოვრების გაძვირება ოლიგარქის გუნდის პოლიტიკის დამსახურებაა-“გამარჯვების კოალიცია”

“გამარჯვების კოალიციამ” ეკონომიკური ხედვა წარადგინა. “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებმა ურეკში პრეზენტაცია გამართეს და საქართველოში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. პარტიის ლიდერები ამბობენ,რომ ქვეყანაში სურსათის ფასები გაორმაგდა და ცხოვრების გაძვირება ოლიგარქის გუნდის პოლიტიკის დამსახურებაა.

ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და საქართველოს მოქალაქე ამას ყოველდღიურად გრძნობს. 2012 წელთან შედარებით, დღეს ორჯერ და უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. 2024 წელს უნდა შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ჯიბის გასქელების მეტს არაფერს ფიქრობს, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გურიაში განაცხადა, სადაც გურიის მოსახლეობას „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკური ხედვა გააცნო.

„ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი კალათა – 2012 წლის და 2024 წლის. 2012 წელთან შედარებით, 42 ლარით მეტის გადახდა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული კალათის შეძენაში, ანუ თუ 2012 წელს გადაიხდით 32 ლარს, დღეს 74 ლარის გადახდა მოგიწევთ, ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. რა მოგემატათ? რით გამდიდრდით? – ეს შეკითხვა რომ ყველამ დაუსვას საკუთარ თავს, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქე თვითონ გააკეთებს დასკვნას. 2012 წელს ორ ცალ რძეს შეიძენთ იმ ფასში, რა ფასშიც დღეს შეიძენთ ერთ ცალ რძეს. თუ ახლა, 2024 წელს შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს. იგივეა ფქვილთან, კვერცხთან, შაქართან, წიწიბურასთან დაკავშირებით, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის შესაცვლელი, 2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც 12 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ეზრუნა ხალხზე, ეფიქრა ადამიანების პრობლემებზე, გაჭირვებაზე და არ დაკავებულიყო საკუთარი ჯიბის გასქელებით. პროდუქტების გაძვირება, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ყოველდღიურად თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს და სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო არ რჩება, როდესაც საკუთარი შვილები ჰყავთ გამოსაკვები. გვაქვს შესაძლებლობა წელს ეს დამოკიდებულება შევცვალოთ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მაღალი ფასები, მიგრაცია, უმუშევრობა მოგონილი და პროპაგანდაა. – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეს უსამართლობა დიდი ხანი არ გაგრძელდება და „ხალხი აუცილებლად მოიშორებს მათ [„ქართულ ოცნებას“]“

„ერთი თვეც არ არის გასული რაც “გამარჯვების კოალიციამ” განვაცხადეთ, რომ მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგში ადამიანს და მისი პრობლემის მოგვარებას დავაბრუნებდით. დღეს უკვე ყველას უწევს ამ რეალობისთვის თვალის გასწორება.

მხოლოდ ივანიშვილი და მისი პარტია ცდილობს გაექცეს ხალხის სამართლიან შეკითხვებს, რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი პროდუქტები? რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან? რატომ მდიდრდება მხოლოდ ივანიშვილი და მისი კლანი და რატომ ღარიბდება ხალხი? მათი კომენტარები ნათლად მიუთითებს, რომ ისინი სრულიად დაშორებულები არიან ხალხს. დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა, როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მაღალი ფასები, მიგრაცია, უმუშევრობა მოგონილი და პროპაგანდაა.

მაშინ, როცა მოქალაქეზე უკეთ ვინ იცის თუ რა პრობლემებთან უწევთ ყოველდღიურად გამკლავება. ეს უსამართლობა დიდი ხანი არ გაგრძელდება ხალხი აუცილებლად მოიშორებს მათ“, – პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button