მნიშვნელოვანისიახლეები

მოქალაქეებმა თავი შეაფარეს ეროვნულ გალერეას და ასევე ქაშუეთის ეკლესიას

თუ ვინმეს არ აწყობს გაამჟღავნოს, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“ და „დროას“, ეს მისი პრობლემაა

სპეცდანიშვნულების რაზმები და პოლიცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და წყლის ჭვლით შლის რუსთაველის გამზირზე “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას ასევე აკავებენ დემონსტრანტებს.

თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 11:30 წუთზე გამოჩნდნენ სპეცდანიშნულების რაზმები – მათ რამდენიმე წუთში დაიწყეს მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ. მოქალაქეებმა თავი შეაფარეს ეროვნულ გალერეას და ასევე ქაშუეთის ეკლესიას.

თავისუფლების მოედანზე რობოკოპების გამოჩენამდე სპეცდანიშნულების რაზმები ჩამოვიდნენ ჩიტაძის ქუჩაზე კანცელარიის უკანა ეზოდან. მათ გარდა წიწაკის სპრეისა, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მანქანებისა, დღეს 7 მარტისგან განსხვავებით ჰქონდათ რეზინის ტყვიების სასროლად საჭირო იარაღიც.

ერთადერთი, რასაც ეს კანონი ადგენს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედია საშუალებების გამჭვირვალობა, როგორ შეიძლება გამჭვირვალობით საფრთხე შეექმნას ევროპულ მომავალს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ვინმეს არ აწყობს გაამჟღავნოს, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“ და „დროას“, ეს მისი პრობლემაა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საბოლოო ჯამში, ეს კანონი ხელს შეუწყობს სწორედ დეპოლარიზაციას იმით, რომ ის სუბიექტები, რომლებიც აქამდე აფინანსებდნენ საქართველოში პოლარიზაციას და რადიკალიზაციას, მომავალში ისინი თავს შეიკავებენ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაფინანსებისგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button