მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მოქეიფე მეუფის შთამბეჭდავი ქონება

სკანდალური ქადაგებითა და დასავლეთის მიმართ კრიტიკით გამორჩეული მეუფე ანტონ ბულუხიას ქონება შთამბეჭდავია. იგი ფლობს 148 000 დოლარის ღირებულების ბინას თბილისში, 42 000 კვ.მ. მიწის ფართობს ვარციხეში, 656 კვ.მ. მიწას წავკისში.

ასევე, მას აქვს წილები 8 კომპანიაში და ხელმძღვანელობს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ 5 ორგანიზაციას.

ჟურნალისტ ნინო ბაქრაძის ინფორმაციით, მეუფე ანტონის ან სხვა მეუფეების მხრიდან დასავლეთის კრიტიკა ერთგვარი შურისძიებაა იმის გამო, რომ სწორედ დასავლეთი უწევს ფინანსურ და მორალურ დახმარებას იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც საპატრიარქოსა და კონკრეტული მეუფეების ბიზნესები სააშკარაოზე გამოაქვთ.

“მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში მარკოზ ბულუხია), საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ფლობს:
1. 157 კვ.მ. ბინას თბილისის ცენტრში, რომელიც 148 000 დოლარად შეიძინა 2012 წელს;
2. 42 000 კვ.მ. მიწას ვარციხეში;
3. 656 კვ.მ. მიწას წავკისში;
4. 554 კვ.მ. მიწას ვანში (სადაც ჰყავს თანამფლობელიც).

ბულუხია ფლობს წილებს რვა კომპანიაში და ხელმძღვანელობს საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ ხუთ ორგანიზაციას. კომპანიების ნაწილი სამშენებლო საქმიანობას ეწევა, ნაწილი კი, სუვენირებით ვაჭრობს.

მიტროპოლიტის კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობდნენ. ოთხივე შემთხვევაში, ხელშეკრულება გაფორმებულია პირდაპირ ამ კომპანიებთან, ტენდერის გამოცხადების გარეშე. ანუ დამკვეთი არ აცხადებდა კონკურსს და პირდაპირ აღნიშნულ კომპანიებთან დებდა გარიგებას. მაგალითად, 2014 წელს ისნის რაიონის გამგეობამ მიტროპოლიტ ანტონის კომპანიას, შპს „ვინოგრადს“, ისანში ხუთი სახლის სახურავის შეცვლაში, 31 368 ლარი გადაუხადა. კონტრაქტს ბულუხიას პარტნიორი, ვალერ ჩოჩია აწერს ხელს, რომელიც შპს “ვინოგრადში” 50 პროცენტს ფლობს.

2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მეუფე ანტონის კომპანიისგან, შპს “დოზოჯი სუვენირისგან” შეიძინა 4 725 ლარის ღირებულების ღვინის ბოთლის ჩოხები (135 ცალი).

ვანის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბმა „აიეტმა“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიიისგან, რომლის დირექტორიც მიტროპოლიტი ანტონია, 2016 და 2017 წლებში შეისყიდა 2 059 ლარის ღირებულების სატრანსპორტო მომსახურება”. – აღნიშნულია “აი ფაქტის” მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში ვიდეოც ვრცელდება, რომელიც მეუფე ანტონს სუფრის მჭერმეტყველ თამადად და ბახუსისმოყვარულ მსმელად გვაცნობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button