საქართველოსიახლეები

მოქმედი მოსამართლის მხარდეჭერა მედიას

მედიაზე გახშირებულ თავდასხმებს ეხმაურება და გმობს, თბილისის მოქმედი მოსამართლე, დავით ნარიმანიშვილი.

„საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის “მსხვერპლი”. თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს განცხადებაა. ამიტომ თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ”- წერს მოსამართლე.

მსგავსი პოსტები

Back to top button