საკრებულოს დეპუტატი მზად არის ასირიელ ბავშვზე მზრუნველობა აიღოს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ევა ლომთაძე მზად არის ერთ ასირიელ ბავშვზე მზრუნველობა აიღოს. როგორც დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, მას ჯერ-ჯერობით არ აქვს დეტალური ინფორმაცია თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს, თუმცა გაიგო, რომ შესაძლოა საქართველომ შეიფაროს ასირიელი ოჯახები და ბავშვები. ევა ლომთაძემ, ამ საკითხზე დახმარება საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს და რიგით წევრებს სთხოვა.

ბავშვების მასობრივი ხოცვა, გაუპატიურება თუ დევნა – ეს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაწყებული ტრაგედია არაა. 2011 წლიდან მოყოლებული, როცა სირიის კრიზისი დაიწყო, დღემდე, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 8 ათასზე მეტი მოზარდი და ბავშვია მკვდარი. მსგავს მონაცემებს ავრცელებს სირიაში მოკლული ბავშვების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children.

მსგავსი პოსტები

Back to top button