მორიგი აფეთქება ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე [Video]
ტერორისტებმა თურქული პროვინცია ყარსის მონაკვეთზე ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი ისევ ააფეთქეს.
როგორც პროვინციის გუბერნატორმა გუნაი ოზდემირმა განაცხადა, დადგენილია, რომ ტერაქტი ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა მოაწყვეს.
თავდასხმაში 20 ტერორისტი მონაწილეობდა. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, მილსადენზე საწვავის მიწოდება შეწყვეტილია, მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ინციდენტის ადგილზე უსაფრთხოების ძალების ქყვედანაყოფები მუშაობენ. ჟანდარმერიამ და სამხედროებმა გაზსადენის მიმდებარე ტერიტორია კონტროლზე აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ურთიერთსროლას.
შეგახსენებთ, რომ წელს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე პირველი აფეთქება მიმდინარე წლის 4 აგვისტოს მოხდა.
4 აგვისტოს აფეთქება