პრემიერმინისტრი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება

ირაკლი ღარიბაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, გუნდშიც ვიცი, რომ არ არის საერთო აზრი ამ საკითხზე. ეს არის ჩვენი ნარკოპოლიტიკის აბსოლუტური გადახედვა, ასე რომ, ამის შედეგებს სჭირდება ძალიან კარგი გააზრება ვიცი, რომ ახალგაზრდები ამ საკითხზე ემოციურად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მარიხუანა პოპულარული ნარკოტიკია, რომელსაც სიამოვნების მისაღებად იყენებენ. საქართველოში მისი მოხმარება მკაცრად ისჯება, თუმცა მიუხედავად კანონმდებლობისა მაინც მიმდინარეობს დეკრიმინალიზაციის საკითხის განხილვა. რამდენიმე დღის წინ საქართველოს 5 ქალაქში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხვოვნით აქციებიც გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button