მნიშვნელოვანისიახლეები

მორიგი გამარჯვება სტრასბურგში

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ბრეგაძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით 370 ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იყო შეტანილი, დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და დაუშვებლად გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე”, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გადის. რამდენიმე დღის წინ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლო პროკურორმა ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ. ეს საქართველოს ხელისუფლებამ მორიგ გამარჯვებად შეაფასა.

მსგავსი პოსტები

Back to top button