მნიშვნელოვანი
„მოსახლეობა [ამ ხეებს] ვერაფერში გამოიყენებდა…“- აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან, ლადო მგალობლიშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობა მიმდინარე პროცესით კმაყოფილია, რადგან [ხეებს, რომლებიც ითხრება], ვერაფერში გამოიყენებდა და მათი რეალიზაცია საკმაოდ კარგ ფასად ხდება. ამის შესახებ, ლადო მგალობლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მოჭრილ და მოთხრილ ხეებთან დაკავშირებით, რადიო ,,თბილისის” თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში” საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, არც ერთი ნეიტრალურად განწყობილი ექსპერტისგან არ მოუსმენია კრიტიკული დასკვნები და პროცესის პოლიტიკურად ანგაჟირებას ნაციონალური მოძრაობა ახდენს.
ლადო მგალობლიშვილის თქმით, იქედან გამოდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს, დენდროლოგიურ პარკსაც საჯარო სივრცედ აქცევს.
მოისმინეთ ლადო მგალობლიშვილის ხმა.