რეგიონი

მოსახლეობა კომპანია ლოპოტას საძოვრებს ედავება

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია საძოვრების გამო- თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის მოსახლეობა იჯარით გაცემული საძოვრის დაბრუნებას ითხოვს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის კუთვნილი 5 ჰექტარი საძოვარი, 2 წლის წინ მათთან შეთანხმების გარეშე, 40 წლიანი იჯარით ყოფილმა მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა კომპანია ლოპოტას გადასცა.

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მალე კომპანია მათ საძოვრით სარგებლობის საშუალებას აღარ მისცემს, ადგილობრივების შემოსავალი კი მთლიანად მესაქონლეობაზეა დამოკიდებული.

სოფლის ალტერნატიულ საძოვრისკენ მიმავალი გზაც, იჯარით გაცემულ ფართობზე გადის, ამიტომ მოსახლეობა იძულებული იქნება საქონელი გაყიდოს.

საპროტესტო აქციაზე სოფელ ნაფარეულში თელავის მერის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

მან მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ საძოვრის იჯარის ხელშეკრულებით გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში ხათუნა გულიაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button