მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოსახლეობა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელებას ითხოვს

კახეთში მოსახლეობა კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას მარტის თვეშიც ითხოვს. დღეიდან, 1 მარტიდან სახელმწიფო ბიუჯეტი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას წყვეტს და გადასახადების გადახდა, მოსახლეობას საკუთარი სახსრებით მოუწევს.

ადგილობრივები თვლიან, რომ ეკონიმიკური ვარდნისა და ფასების მატების პირობებში, სახელმწიფომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სუბსიდირების პროგრამა კიდევ უნდა გაახანგრძლივოს.

” ეკონომიკა რა დღეშია, მომატებულ ფასებზე აღარ ვლაპარაკობ. ხალხმა სამსახური დაკარგა, ყველგან უნუგეშო მდგომარეობაა. ამიტომ სანამ გათბობა ჯერ კიდევ გვჭირდება, სახელმწიფომ უნდა მოგვხედოს და აპრილამდე მაინც დაფაროს ჩვენი გადასახადები”- განაცხადა რადიო ჰერთთან, თელაველმა, დიმიტრი აბრამიშვილმა.

თელაველების მოსაზრებას სხვა მუნიციპალიტეტებშიც იზიარებენ. მოსახლეობა თვლის, რომ სამთავრობო დახმარებები კუდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

” რა დღეშიც პანდემიამ და განადგურებულმა ეკონომიკამ ჩაგვავგდო, ეს დახმარებები საკმარისი არ არის. მარტში სამსახური ვიშოვე და გავმდიდრდი, თუ საკვები გამოჩნდა უფასოდ? ამიტომ მევ ვფიქრობ, დახმარებაც უნდა გაიზარდოს და გადასახადების დაფინანსებაც გაგრძელდეს”- განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, ნოდარ ასაბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის პანდემიის გამო შექმნილი სოციალურ- ეკონომიკური პირობების შესამსუბუქებლად, ოთხი თვის განმავლობაში, კომუნალური გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

2020 წლის ნოემბრიდან, 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, გადასახადები უფინასდებოდა იმ აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button