მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოსახლეობის აქტიური მიმართვიანობის გამო ლაგოდეხში მასობრივი ტესტირება გადაიდო

ლაგოდეხში კორონა ვირუსზე მასობრივი ტესტირება რამდენიმე დღით გადაიდო, რადგან დღეს ტესტების აღებაზე, მოსახლეობის რიგი დადგა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ტესტირების გადადების მიზეზი, შემთხვევების სწრაფი ზრდის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირების ცენტრებში გააქტიურება გახდა.

” რაც შემთხვევებმა სწრაფი ზრდა დაიწყო და კლასტერები ჩამოყალიბდა, მოსახლეობაში, როგორც ჩანს გარკვეული შეშფოთება გაჩნდა. დღეს დილით ლაგოდეხში, ტესტირების ჩატარებაზე რიგებიც კი იყო. ამიტომ გადაწყდა, რომ დავაკვირდეთ სიტუაციას და გავამკაცროთ კონტროლი წესების დაცვაზე. ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც დაგვეხმარებიან”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შემთხვევების სწრაფი ზრდა, 8 აპრილიდან დაიწყო და ის ყაზანის ღვთისმშობლის ტაძრის მრევლის კლასტერს უკავშირდება.

დღევანდელი მდგომარეობით, ინფიცირებულია 70 ადამიანი, სტაციონარში მკურნალობს 35 პაციენტი.
დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა, ეგრეთწოდებული ბრიტანული შტამია.

მსგავსი პოსტები

Back to top button