მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება

TBC ჯგუფზე დაწყებული შეტევის გამო, შესაძლოა, საუკუნის პროექტიც შეჩერდეს. ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება. ფულის გათეთრების საკითხზე TBC -ის დამფუძნებლების წინააღმდეგ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებების გამო იმ ინვესტორებმა, რომლებსაც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსება უკვე თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, ინვესტიციების ჩადებაზე შესაძლოა უარი თქვან.

ანაკლიის პორტს 7 ინვესტორი ჰყავდა, რომლებიც საკითხით აქტიურად იყვნენ დაინტერესებული, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი საკუთარი გეგმების გადახედვას აპირებს. მიზეზი, TBC ბანკისა და მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებული პროცესებია. ანაკლიის პორტის კონსორციუმის ხელმძღვანელი, სწორედ მამუკა ხაზარაძეა.

ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულია შეერთებული შტატებიც. “ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს” – ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ გააკეთა.

ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც მნიშვნელოვანი პროექტია.

“ნაციონალური მოძრაბის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს მოსმენა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, სადაც მოწვეული იქნებიან ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები, ასევე სხდომას უნდა დაესწრონ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

მოისმინეთ სალომე სამადაშვილის, აგრარულ საკითხთა თავმჯდომარე ოთარ დანელიას და დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარე რომან კაკულიას განცხადებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button