მოსახლეობის ნაწილი დუზაგრამის რწმუნებულის გთავისუფლებას ითხოვს [Audio]

საჯარეჯოში, აზერბაიჯანულენოვან სოფელ დუზაგრამის რწმუნებულს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარ თანასოფლელს სცემა, მოსახლეობა უპირისპირდება.

ადგილობრივებმა საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და მუხტარ ისმაილოვის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რწმუნებული მოსახლეობას ფიზიკურად უსწორდება.

ადგილობრივები ისმაილოვს მიწების თაღლითურად გასხვისებაშიც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ რწმუნებულმა სოფლის კუთვნილი საძოვრები უკანონოდ გაასხვისა.

დუზაგრამის რწმუნებული თანასოფლელების ბრალდებებს გამოეხმაურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button