მნიშვნელოვანირეგიონი

მოსახლეობის პროტესტი ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში ადგილობრივი მოსახლეობა გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს.

სოფელში ამბობენ, რომ საძოვრები, რომელშიც ისინი იჯარის გადასახადს იხდიდნენ, მუნიციპალიტეტმა აუქციონის წესით გაუყიდათ და ახლა საქონელს ვერ აძოვებენ. აქციაზე შეკრებილები საძოვრების უკან დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მზად არიან იჯარის გადასახადი კვლავ გადაიხადონ, რადგან მესაქონლეობა მათი ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყაროა. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სოფელ ფონაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ფონაში, ადასტურებს, რომ საძოვარი აუქციონით გაიყიდა, სოფელს კი, საძოვრის იმხელა ტერიტორია დაუტოვეს, რაც მოსახლეობისთვის საკმარისია.

რადიო ჰერეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა და განმარტებას ამ დრომდე ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button