მსოფლიოსიახლეები

მოსალოდნელი წვიმა ნოტრ-დამს საფრთხეს უქმნის – BBC

საფრანგეთის დედაქალაქში ნავარაუდევი უხვი ნალექი და ელვა, ხანძრისგან დაზიანებულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წვიმის შემდეგ საკათედრო ტაძრის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის სადრთხე არსებობს, რომელიც ხანძრის ჩაქრობის დროს, ისედაც წყლით გაიჟღინთა.

ახლა ალპინისტები, ტაძარზე ბრეზენტის ნაჭერს აფარებენ, რომ წვიმის დაწყებამდე, ნოტრ-დამი დაცული იყოს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი მიმდინარე წლის 15 აპრილს გაჩნდა. შედეგად, დაიწვა ხის სახურავის დიდი ნაწილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button