მნიშვნელოვანისიახლეები

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ბათუმში დაკავებულ სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სტუდენტ „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს, ლუკა ნაცვლიშვილს, რომელიც ამავე ქალაქში გუშინ, 26 მაისს დააკავეს.

19 ლუკა ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2022 წელს მოექცა, როდესაც 16 წლის ასაკში, ერთ-ერთ სკოლაში ჩამოხსნა რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის „დროშები“.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ის სასამართლოს შენობიდან პოლიციამ წაიყვანა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მონაცემებით, გულიკო კაჟაშვილი მოსამართლედ მუშაობს 2022 წლიდან. მანამდე იყო სხვადასხვა კომპანიის იურისტი. წლების წინ კი განათლება მიიღო აშშ-ში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

თვითმხილველის, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის, არჩილ ბერიძის ცნობით, 26 მაისის აქცია დასრულებული იყო, როდესაც ლუკა ნაცვლიშვილი და სხვა მეგობრები გარკვეულ საკითხზე საუბრობდნენ, რა დროსაც ნაცვლიშვილი დააკავეს:

„30-მდე პოლიციელი მოვარდა, ლუკა წაიყვანეს… გავარიდეთ სიტუაციასო, მაგრამ დაიჭირეს“, – იხსენებდა არჩილ ბერიძე.

მოგვიანებით რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი მულით: პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა (173) და წვრილმანი ხულიგნობის (166) მუხლებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button