მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები [Audio]

გიორგი პაპუაშვილს პროკურატურაში იბარებენ. საგამოძიებო უწყება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზონანსული განცხადებით ინტერესდება.
თვალთვალი, შანტაჟი, ნათესავების მიმართ მუქარა, – ეს არის ზეწოლის ფორმები, რომლებსაც, როგორც გიორგი პაპუაშვილი ამტკიცებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეთა მოსამართლეების მისამართით იყენებენ. თუმცა, არ სახელდება არც გვარები და არც ზეწოლის კონკრეტული ფაქტები.
გიორგი პაპუაშვილი_ხმა
ამ განცხადების შემდეგ გიორგი პაპუაშვილს პროკურატურაში იბარებენ. საგამოძიებო უწყება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზონანსული განცხადებით დაინტერესდა.
კოკა კაციტაძე, პროკურორი_ხმა
სამართალდამცავი ორგანოები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით უნდა დაინტერესდნენ, თუმცა მხოლოდ პროკურატურისკენ ხელის გაშვერა სწორი არ არის, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, უმაღლესი თანამდებობის პირები უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და უნდა შედგეს პაპუაშვილთან დახურულ ფორმატებში შეხვედრები.
ეკა ბესელია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, მასთან პირისპირ შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. საუბარია პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ცნობილი საქმეების მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. ეკა ბესელიას თქმით, იმისათვის, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყოს, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საკუთარი განცხადება კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით გაამყაროს, რაც გამოძიებასთან თანამშრომლობას გულისხმობს.
ეკა ბესელია_ხმა