მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში პაციენტი გარდაიცვალა

ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, 70 წლამდე ასაკის ქალს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

” მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოყვანისთანავე რთული იყო. ქალბატონს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რაც მის მდგომარეობას უფრო ართულებდა. მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვეღარ მოხერხდა”- განაცხადეს ექიმებმა.

გარდაცვლილი პაციენტი, კახეთში კორონავირუსის 121- ე მსხვერპლია.
კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ 50- ით გაიზარდა და 12558- ს მიაღწია.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ახმეტა-805, გურჯაანი7-2960, დედოფლისწყარო -810, თელავი -2770, ლაგოდეხი – 1752, საგარეჯო -1512, სიღნაღი-909 და ყვარელი -1040.

ამ ეტაპზე, მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 425 პირი მკურნალობს, მათ შორის 338 პაციენტი დატოვებულია ბინაზე ხოლო 87 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button