“მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქცირება ყველანაირ ზღვარს სცდება”-მოსამართლეები სანქციებზე
,,სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო,,

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ისინი უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება. მტკიცებულებების გარეშე ბრალი დასდო კორუფციაში, ეს უმძიმესი ბრალდებაა, – ამის შესახებ მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება [სანქციებზე] პოლიტიკურია და გარკვეული დღის წესრიგიდან გამომდინარე არის მიღებული.
„სანქციები უსაფუძვლოა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება განპირობებული გარკვეული დღის წესრიგიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის, ეს იქნება ბრიუსელში, ევროკავშირში თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში, არსებობენ გარკვეული ძალები, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი შეიძლება მიუღებელი იყოს. ამის გამო მოსამართლეებისა და მით უმეტეს მათი ოჯახების მიმართ სანქციების დაწესება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა.
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ისინი უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება. მტკიცებულებების გარეშე ვინმეს ბრალი დასდო კორუფციაში, ეს უმძიმესი ბრალდებაა“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ჩემთან მიმართებაში წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო, ხომ არ შეიძლება, გონივრული ეჭვის საფუძველზე დასანქცირდე? ეს ხომ პოლიტიკა არის რეალურად, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დასანქცირების რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილი.
„რადგან ამხელა უსამართლობაზე არის საუბარი, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას. რეალურად, მართლა გული კი არ შესტკივათ, აქ არის სხვა პოლიტიკური მიზნები. რა არის ეს პოლიტიკური მიზანი? წლების განმავლობაში ხდება სასამართლო სისტემაზე შეტევა და ცდილობენ, რომ მიიღონ ბერკეტები სასამართლო სისტემაში, რომ შემდგომ მართონ ქვეყანაში პოლიტიკა. ხომ არ შეიძლება თქვან, გონივრული ეჭვის საფუძველზე ვასანქცირებთო. შეიძლება თქვან, რომ ლევან მურუსიძეს, კონკრეტულად ამ საქმეში ჰქონდა რაღაც დაინტერესება და მატერიალური შედეგი უნდოდა მიეღოო, გავცემდი პასუხს. აღარც ვინტერესდები, რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ. ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ. ეს აინტერესებთ თავიანთი გლობალური პოლიტიკის გამო, უკრაინა-რუსეთის ომია, საქართველო მეზობელია რეგიონში, მთელი რიგი პროცესებია. სასამართლო სჭირდებათ, რომ არჩევნები გაბათილდეს, როცა მოუნდებათ, როგორც რუმინეთში. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს. სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება“, – განაცხადა მურუსიძემ.