მნიშვნელოვანისიახლეები

მოსკოვი-თბილისის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლა

Georgian Airways-ის დირექტორის თამაზ გაიაშვილის თქმით, მოსკოვი-თბილისის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლა და ბორტზე 50%-იანი დატვირთვაც კი არ არის.
მედიასთან მან ისაუბრა, რომ ჯერ კონკურენციაც კი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად, თვითმფრინავის მხოლოდ 40% ივსება.
“რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს, 50%-იანი დატვირთვაც არ არის… მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა – როგორც ქუხს, ისე არ წვიმს… ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენების სიხშირეზე] წინასწარ ლაპარაკი არაფრისმომცემია. ვერავინ ფლობს ინფორმაციას… ორი-სამი რეისია შესრულებული – 40%-იანი დატვირთვაა დაახლოებით… ჯერ არც კონკურენციაა, არც არაფერი, დგას ყველაფერი… არ ხდება ისე, როგორც ელოდებოდნენ. მე, მაგალითად, გათვლები არ მქონდა”, – განაცხადა გაიაშვილმა.

გაიაშვილი ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, მან ამისთვის საქართველოს მთავრობაც შეაქო და მას ეროვნული უწოდა, ფრენების მოწინააღმდეგეები კი გალანძღა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.

რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც – Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.
რუსული გამოცემა RTVI-ს ინფორმაციით, Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს ჩაუშვებს. როგორც გამოცემა ამბობს, ამის შესახებ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

გეგმაშია ევროპის ხუთი ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.
“დავიწყებთ 15 ივნისიდან. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისიდან იქნება უფრო კომფორტული და სწრაფი, ვიდრე სხვა მიმართულებებზე”, – უთხრა გაიაშვილმა RTVI-ს.
ავიაკომპანიის დამფუძნებელმა დასძინა, რომ Georgian Airways-ის პროგნოზით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.
„ბუნებრივია, ჩვენ შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ის აღარასოდეს შეწყდეს”, – დასძინა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავიაკომპანია Georgian Airways ბოიკოტი გამოუცხადა – მან თქვა, რომ აირზენა “ფულისთვის ყველაფერზე მზად არის” და “უნდა, რომ ისარგებლოს ამ რეალობით”, რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. თავის მხრივ თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ავიაკომპანიის ბორტზე არ აუშვებენ.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button