“მოსკოვი-თბილისის რეისზე ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს”

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული პირი კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად”. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს აიყვანეს, როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. მამაკაცი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა”, – განაცხადესბ შსს-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button