მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი დაეშვა

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან საცდელი რეისი ჩაფრინდა, რომელშიც 21 მგზავრი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა იმყოფებოდა, სოხუმის აეროპორტში დაეშვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მანამდე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ სოხუმში ფრენებს ავიაკომპანია ЮВТ Аэро შეასრულებს.

„მართლაც, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი პროექტი გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მიმზიდველობას. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება რომლის განვითარებასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბადრა გუნბამ.
სოხუმის აეროპორტმა 1993 წელს აფხაზეთის ომის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წელს გააუქმა აეროპორტის კოდი.

2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ კომპანია “ინფრასტრუქტურ დეველოპმენტთან”. აღნიშნული კომპანია რუსეთის შს ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟს ეკუთვნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button