მნიშვნელოვანირეგიონი

“არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს”

“არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს”- ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით, ახმეტაში კონსერვატიული მოძრაობის ოფისის დახურვას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები კოსერვატიული მოძრაობის ოფისთან მივიდნენ და ორგანიზაციის ოფისის გახსნა გააპროტესტეს.

აქტივისტების გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შელაპარაკება მხარეებს შორის, რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პოლიციამ ორი პირი განარიდა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, პროტესტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ კონსერვატიული მოძრაობის ოფისები არ დაიხურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button