მოსკოვის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ აშშ-ის “აბრამსის” ტანკებს
"ლეოპარდ 2-ის" ტიპის ტანკებისთვის მოსკოვის მიერ განიხილება, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენება

რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ და ნატო-ს სხვა სამხედრო აღჭურვილობას, თუ ისინი უკრაინას მიეწოდება. მისივე თქმით, ამერიკა მუდმივად ზრდის დახმარების ზღვას მისი “მარიონტეული მთავრობისთვის”.
“თუ კიევისთვის M1 Abrams-ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღება, ამერიკული ტანკები ყოველგვარი ეჭვის გარეშე განადგურდებიან, როგორც ნატოს სამხედრო ტექნიკის სხვა ნიმუშები”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს ტანკების მიწოდებას, შეუძლებელი იქნება ამგვარი ნაბიჯის გამართლება “თავდაცვითი იარაღის” არგუმენტების გამოყენებით.
“ეს იქნება კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია იმის შესახებ, თუ ვინ არის ნამდვილი აგრესორი მიმდინარე კონფლიქტი“, – განაცხადა ანტონოვმა.
აშშ-ის ოფიციალური პირები, აცხადებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს უკრაინაში დაახლოებით 30 ამერიკული წარმოების Abrams-ის ტანკის გაგზავნას.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ თუ აშშ უკრაინაში Abrams-ის ტიპის ტანკებს გაგზავნის, “ისინი ისევე დაიწვება, როგორც დანარჩენები [სხვა ტიპის ტექნიკა]”.
“დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ექსპერტს ესმის ამ იდეის აბსურდულობა, ეს გეგმა საკმაოდ წარუმატებელია ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ვიმეორებთ, რომ ეს ტანკები ისევე დაიწვება, როგორც ყველა სხვა. უბრალოდ ძვირია ისინი და პირველ რიგში, ეს ყველაფერი ევროპელ გადამხდელებს დააწვება მხრებზე.”, – ამბობს პესკოვი.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემისკენ იხრება. მედია წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გახდეს ცნობილი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იქნება გერმანიასთან უფრო ფართო დიპლომატიური შეთანხმების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, ბერლინი დათანხმდება მცირე რაოდენობის Leopard 2-ების გადაცემას და ამის უფლებას სხვა ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთსაც მისცემს. WSJ-ის ცნობით, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე გავრილოვმა განაცხადა, რომ კიევის მიერ ურანის ჭურვების გამოყენება “ლეოპარდ 2-ის” ტიპის ტანკებისთვის მოსკოვის მიერ განიხილება, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენება
“ჩვენ ვაფრთხილებთ კიევის სამხედრო მანქანის დასავლელ სპონსორებს, არ წაახალისონ ბირთვული პროვოკაციები და შანტაჟი. ჩვენ ვიცით, რომ “ლეოპარდ 2-ის” ტიპის ტანკი, ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანები: “ბრედლი” და “მარდერი” აღჭურვილი არიან ქვეკალიბრული ურანის ბირთვიანი ჯავშანსატანკო ჭურვებით, რომლის გამოყენება იწვევს ტერიტორიის დაბინძურებას, როგორც ეს მოხდა იუგოსლავიასა და ერაყში.
იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ჭურვები მიეწოდება კიევს ნატო-ს მძიმე სამხედრო აღჭურვილობისთვის, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ, ყველა შემდგომი შედეგით,”-განაცხადა რუსმა დიპლომატმა ეუთო-ს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმზე გამოსვლისას.
გავრილოვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა აიძულეს გერმანია, მიეღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის გადაცემის შესახებ.