მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვისა და პეტერბურგის დეპუტატები პუტინის გადადგომას ითხოვენ

მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის და ქალაქ კოპლინოს 18 ოლქის მუნიციპალურმა კანონმდებლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადადგომის მოთხოვნით. ისინი აცხადებენ, რომ პუტინის ნაბიჯებს “ზიანი მოაქვს რუსეთის მომავლისთვის და მისი მოქალაქეებისთვის”.
აღნიშნული მოთხოვნით მათ პეტიცია შექმნეს, რომელიც Twitter-ზე სანქტ-პეტერბურგის სემენოვსკის რაიონის ადგილობრივმა დეპუტატმა, ქსენია ტორსტრომმა დღეს, 12 სექტემბერს გამოაქვეყნა.

“ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს გვჯერა, რომ ვლადიმერ პუტინის ქმედებები საზიანოა რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავლისთვის. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან”, – წერს ტორსტრომი.

სანკტ-პეტერბურგის სემიონოვსკის მუნიციპალური ტერიტორიის წარმომადგენელმა, კანონმდებელმა ქსენია ტორტსტრემმა 12 სექტემბერს ტვიტერით დაწერა, რომ პეტიციას ამჟამად ხელს აწერს 20-მდე კანონმდებელი და რომ ის განაგრძობს ხელმოწერების შეგროვებას.
პეტიცია, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჩატარებულ პირველ რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებს მოჰყვა, რომელმაც კრემლის მომხრე კანდიდატებს დიდი გამარჯვება მოუტანა.

“პეტიციის ტექსტი ლაკონურია და არავის “დისკრედიტაციას” არ ახდენს”, – აცხადებს ტორსტრომი.

ვლადიმერ პუტინის გადადგომა მოსკოვის კიდევ ერთმა, ლომონოვსკის საოლქო საბჭომ მოითხოვა. საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც მიმართავს პუტინს და აღნიშნავს, რომ მისი “შეხედულებები და მმართველობის მოდელი უიმედოდ არის მოძველებული, აფერხებს რუსეთის განვითარებას და ადამიანურ პოტენციალს”.

კრიტიკის იმპულსებს პუტინი მკაცრად ახშობს მას მერე, რაც თებერვალში უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, თუმცა წინააღმდეგობის ნიშნები მაინც იკვეთება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უკრაინას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმოებულ კონტრშეტევაში წარმატება აქვს.

გასულ კვირაში პუტინის მშობლიური ქალაქის, სანკტ-პეტერბურგის სმოლნის მუნიციპალური ტერიტორიის კანონმდებლებმა მიიღეს ტექსტი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროსთვის, მოთხოვნით, რომ პუტინს წაეყენოს სამშობლოს ღალატის ბრალდება. ამ კანონმდებელთა თქმით, პუტინის გადაწყვეტილებამ, ომი დაეწყო უკრაინის წინააღმდეგ, ზიანი მოუტანა რუსეთის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button