მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვმა მძინარე ხერსონი დაბომბა-ოკუპირებულ ყირიმს დრონებით თავს დაესხნენ

რუსმა ოკუპანტებმა მძინარე ხერსონს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჭურვები საცხოვრებელ სახლს მოხვდა, სადაც ბავშვი ცხოვრობდა. კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილია დაღუპულის 13 წლის ძმა.
სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო კიდევ 3-მა მეზობელმა. ისინი ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ. დაზიანებულია ახლო მდებარე კიდევ რამდენიმე შენობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობები ანექსირებულ ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ. სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსკოვის დროით 05:30 საათისთვის „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“. თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „ყირიმის რესპუბლიკის“ თავზე გაანადგურეს 11 უპილოტო საფრენი აპარატი. კონკრეტულად სად, მითითებული არ არის.

ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა ევპატორიის რაიონში. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება იყო ქალაქ ევპატორიის დასავლეთით მდებარე სოფელ უიუტნოესთან, სადაც რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილია დისლოცირებული.

13 სექტემბერს სარაკეტო შეტევა იყო ანექსირებულ ქალაქ სევასტოპოლზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 7 რაკეტა ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტების დარტყმის შედეგად კი დაზიანდა ქარხანაში სარემონტოდ მყოფი 2 გემი. 13 სექტემბერს რამდენიმე ბრიტანულმა მედიასაშუალებამ, მათ შორის ტელეკომპანია Sky News-მა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სევასტოპოლზე შეტევისას გამოყენებული იყო ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow.

ანექსირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიასთან დღევანდელი შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა გამოცემებს, Українська правда-ს და РБК-Україна-ს და BBC-ს უკრაინულ სამსახურს.

წყაროს თანახმად, „უნიკალური სპეცოპერაციის“ შედეგად რუსეთმა დაკარგა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტრიუმფი“, რომლის ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, რომლის ვინაობას გამოცემები არ ასახელებენ, აცხადებს, რომ „ტრიუმფს“ ჯერ დრონებით შეუტიეს და რადარები და ანტენები დაუზიანეს, რადიოლოკაციური სადგურების მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ კი, რაკეტებით „ნეპტუნი“ დაარტყეს გამშვებ კომპლექსებს, С300/400 „ტრიუმფი“.

„ტრიუმფი“ საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების, ახალი თაობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია.

ანექსირებულ ყირიმზე გახშირებული შეტევების ერთ-ერთი სამიზნეა ყირიმის ხიდი. 2023 წლის აგვისტო
დღეს, 14 სექტემბერს დილით, ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ რამდენიმე აფეთქება მოხდა ანექსირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიის რაიონში.

მსგავსი პოსტები

Back to top button