მოსკოვში ამერიკის საელჩოსთან ობამას პლაკატი გამოფინეს, წარწერით “killer” [Photo/Video]

უცნობმა პირებმა, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის საელჩოს წინ განლაგებული სახლის ფასადზე პრეზიდენტ ობამას პლაკატი გამოფინეს, წარწერით – “killer” (მკვლელი), – იუწყება სააგენტო Rusnovosti.

ბანერი ნოვინსკის ბულვარის №18 სახლის ფასადზე დაკიდეს. როგორც ცნობილი გახდა, იგი «Главплакат»-ის არტ-საზოგადოების მიერ არის დამზადებული.

27 იანვრის ღამით თითქმის ანალოგიური წარწერა – “Obama killer №1” თავად საელჩოს შენობაზეც გამოჩნდა. წარწერა დიპმისიის შენობაზე მწვანე ლაზერითაა პროეცირებული.

ამერიკის საელჩოში განაცხადეს, რომ მომხდარ ინციდენტს ამჟამად იკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1 ივნისს რუსეთის ქალაქ ბრატსკში, ახალგაზრდობის დღის აღსანიშნავად, კონკურსი ჩატარდა, სახელწოდებით “დაწიხლე ობამა!”. მაშინ აქციის ორგანიზატორები ქალაქის მოსახლეობას პრეზიდენტ ობამას პორტრეტის დაწიხლვას სთავაზობდნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28199″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button